Derufa
დერუფა გერმანული ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც მოწინავე ადგილებს იკავებს პრემიუმკლასის საღებავებში.
DERUFA გერმანული ლაქ-საღებავები
დერუფა გერმანული ბრენდის ლაქ-საღებავების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც მოწინავე ადგილებს იკავებს პრემიუმკლასის საღებავებში. მის პალიტრაში შედის 37 ათასამდე ტონი, მათ შორისაა 200 უნიკალური პასტელური ფერი (H&H კოლექცია), რომელიც დამზადებულია მე-18, მე-19 საუკუნის ნახატებიდან სპექტროფატომეტრით აღებული პიგმენტებით. საღებავი არის წყლის ბაზაზე დამზადებული აკრილატის კოპოლიმერზე დაფუძნებული, 100% ეკოლოგიურად სუფთა, არ გამოყოფს ტოქსიკური ნივთიერებებს არც მზის სხივის ქვეშ და რაც მთავარია, წმენდადი და რეცხვადი ზედაპირის მქონეა.
Derufa Profi სერიის პროფესიონალურ საღებავებს აქვს თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე და გამჭვირვალე ბაზა და შესაფერისია ნებისმიერი შეფერვის აღჭურვილობისთვის.
ამ სერიის ინტერიერის საღებავებს გააჩნია მაღალი ფარვა და უკიდურესი მდგრადობა სარეცხი და საყოფაცხოვრებო საშუალებებით რეცხვის მიმართ. რეკომენდირებულია მათი გამოყენება ბავშვთა და სამედიცინო დაწესებულებებში.
ფასადის საღებავები "Derufa Profi" განკუთვნილია თითქმის ყველა ტიპის ფასადის შესაღებად. მათ გააჩნიათ კარგი ფარვა, გამძლეობის მაღალი ხარისხი (10-12 წლამდე), რაც დასტურდება დამოუკიდებელი ტესტების შედეგებით.
"Derufa Profi" სერიაში ასევე შედის სპეციალური მასალები: დეკორატიული საფარები ბეტონის, ტრავენტინის და სხვა ზედაპირებით, სტრუქტურული ბათქაში, საღებავები ლითონური და ოქროსებრი ბზინვარებით, წყლის ბაზაზე დამზადებული უნივერსალური ლაქები.